დღეს ზვიად გამსახურდია 87 წლის გახდებოდა
დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
გამსახურდია 87 წლის გახდებოდა.
ის 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში იყო.
1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მოკლული იპოვეს, 1994 წლის თებერვალში ის გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 1-ელ აპრილს კი ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს.