აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.
მისი თქმით, ალიანსის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია ყველა წევრის თანაბარ ჩართულობასთან.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნატო არის ალიანსი და ალიანსი ნიშნავს, რომ ის ორმხრივად მომგებიანი უნდა იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა რუბიომ.