ლიბანის სამხრეთით ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა
ლიბანის სამხრეთით შეტაკებების დროს ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა,- ამის შესახებ არმიის პრესსამსახურმა განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილები ნაჰალის ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდნენ.
“იმავე შეტაკების დროს ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – იტყობინება არმიის წარმომადგენელი.