ანტალიაში წელს რამდენიმე ათეული რუსი ტურისტი გარდაიცვალა

ანტალიაში წელს რამდენიმე ათეული რუსი ტურისტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ანტალიაში რუსეთის გენერალურმა კონსულმა, ოლეგ როგოზამ რუსულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი უკავშირდება იმას, რომ რუსი ტურისტები მოგზაურობის დაწყებამდე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას არაადეკვატურად აფასებენ.
კონსულის თქმით, პირველ ყოვლისა, ეს ხანდაზმულ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, რაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მწვავდება.
გარდა ამისა, რისკჯგუფში არიან ის ტურისტები, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს ბოროტად იყენებენ და ზღვაში უდარდელად იქცევიან.
გენერალური კონსული რუს ტურისტებს მოუწოდებს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით მიხედონ და სამედიცინო დახმარებას დროულად მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები