ბრაზილიის ციხეში ამბოხის შედეგად, სულ მცირე, 52 პატიმარი დაიღუპა

ბრაზილიაში, პარას შტატის ალტამირას მუნიციპალიტეტის ციხეში არეულობის შედეგად, სულ მცირე, 52 პატიმარი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამბოხი ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, 16 პატიმარს თავი მოკვეთეს, დანარჩენები ხანძარს ემსხვერპლნენ.
ამ მოვლენებს წინ პატიმრების მიერ ორი ბადრაგის მძევლად აყვანა უძღოდა, რომელთა გათავისუფლება მოგვიანებით მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ მაისში ბრაზილიაში, ამაზონას შტატის ციხეში ამბოხს 55-ზე მეტი პატიმარი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები