თურქეთში იარაღის ქარხანა იწვის – თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან

თურქეთში, ქონია- ბეიშეჰირის პროვინციაში იარაღის მწარმოებელი ქარხნის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც CNN Turk-ი იტყობინება, ქარხნიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. არსებობს აფეთქების საფრთხე.
ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრეები აქტიურად ჩაერთნენ. შესაძლებელია, მასში ვერტმფრენებიც ჩართონ.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები