იაპონიაში სიცხეს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 5664 ათასი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია

იაპონიაში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, 22-28 ივლისის პერიოდში 11 ადამიანი დაიღუპა, 5664 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავარმა სახანძრო სამმართველომ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰისპიტალიზებულთა რიცხვი გასული კვირის მონაცემს სამჯერ გადააჭარბა.
იაპონელი სინოპტიკოსების მონაცემით, ქვეყანაში ზაფხულის პირველ ნახევარში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
თუმცა, უამინდობა მაღალი ტემპერატურით შეიცვალა და მან 32-35 გრადუსს მიაღწია, რამაც დაშავებულთა რაოდენობა გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები