პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია, სულ მცირე, 19 ადამიანი

პაკისტანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
ტელეარხ Dunya News-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე – ორი პილოტი და ეკიპაჟის წევრები.
დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს.
თვითმფრინავი პაკისტანის სამხედრო ავიაციას ეკუთვნის, ის სასწავლო ფრენას ახორციელებდა.
ჩამოვარდნის შემდეგ საჰაერო ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც გადაედო.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები