შეუკვეთა თუ არა თამარ კირვალიძემ უცხოურ მედიას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სტატიები

შეუკვეთა თუ არა თამარ კირვალიძემ უცხოურ მედიას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სტატიები – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას სააგენტო „პირველი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ანაკლიის კონსორციუმის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ნომერი მიუწვდომელი იყო. როგორც მოგვიანებით „პირველმა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, თამარ კირვალიძე საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თამარ კირვალიძე მამუკა ხაზარაძის დავალებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა უცხოურ მედიაში სტატიებს უკვეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები