Al Masdar News: „ისლამური სახელმწიფო“ მასშტაბური თავდასხმებისთვის ემზადება

“ტერორისტული დაჯგუფება – „ისლამური სახელმწიფო“ არ იშლება, პირიქით, ის ახალი თავდასხმებისთვის ძალას იკრებს”, – წერს Al Masdar News.
გამოცემის ინფორმაციით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დაჯგუფების წევრებმა ქალაქ ალ-მაიადინთან სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ თავდასხმების მასშტაბები და რაოდენობა გაზარდეს.
27 ივლისს კი თავდასხმების შედეგად რამდენიმე სამხედრო დაიღუპა. გარდა ამისა, მებრძოლები ჰასეკის პროვინციაში ქურდთა პოზიციებს აქტიურად უტევენ.
Al Masdar News-ს სირიის სამთავრობო სტრუქტურებში წყარომ განუცხადა, რომ ასეთი თავდასხმები შემთხვევითი არ არის.
მისი თქმით, „დაეში“ გადაჯგუფების სტადიაზე იმყოფება და სერიოზული კამპანიისთვის ემზადება. მისი სურვილია, ტერიტორიის ნაწილი კონტროლის ქვეშ დაიბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები