რუსეთის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთში, კრასნოირასკის, ირკუტსკისა და ნაწილობრივ ბურიატეთის ოლქში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღეს.
ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განაცხადეს.
გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის არეალი ფართოვდება, შეინიშნება დაკვამლიანება ციმბირისა და შორი აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, ამჟამად, ცეცხლის ალშია მოქცეული ტყის 3 მლნ. ჰექტარი, მაშველები ხანძრის 500 კერას აფიქსირებენ, ასევე, აღნიშნავენ, რომ ფართობი იზრდება.
რუსეთში მასშტაბური ტყის ხანძრები 10 რეგიონშია გავრცელებული.
ხანძრებია იაკუტიის, ბურიატეთის, კრასნოიარსკის, ხაბაროვსკის, პერმსკის, იმიერბალკალეთის მხარეებში, ირკუტსკის, ტიუმენის ოლქებში, ასევე, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში.
შეიქმნა პეტიცია საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც 360 ათასი ადამიანი აწერს ხელს.როგორც კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე უსსმა განაცხადა, „თუ ზამთარში ცივი ამინდი გვაქვს, ქარბუქია, არავის ხომ არ მოსდის აზრად აისბერგების დნობა გამოიწვიოს. საუბარი მხოლოდ მთავრობაზე არ არის. საქმე იმაშია, რომ ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელთანაც ბრძოლა უაზრობაა, შესაძლოა, სადღაც სახიფათოც კი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები