ნუგზარ რუხაძე: არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გაექცევიან მიკერძოებას, მათ აქვთ დაკვეთა იმისა, ვინც ფულს უხდის

“საზოგადოებაში არ გაჭაჭანდება მოვლენა, რომელზეც საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ გამოთქვამენ თავიანთ აზრს. ეს შეიძლება, კარგიცაა, მაგრამ ისენი ვერ გაექცევიან მიკერძოებას, მათ აქვთ დაკვეთა იმისა, ვინც ფულს იხდის ამაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ გადაცემა ,,იმედის კვირის” ეთერში ისაუბრა.
„ამერიკაში როცა ვცხოვრობდი, ასე აქტიურად, ასე პირდაპირ, ასეთი შეტევითი ხასიათით ეს ორგანიზაციები მაინცდამაინც არ ჩანდნენ. ჩვენთან ეს ორგანიზაციები არიან ძალიან გამოჩენილნი და ყველგან ყველაფერში ღებულობენ მონაწილეობას და არ გაჭაჭანდება მოვლენა საზოგადოებაში, რომელზეც საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ გამოთქვამენ თავიანთ აზრს. ეს შეიძლება, ერთი მხრივ, კარგიცაა იმიტომ, რომ, ესე იგი, საზოგადოების აზრს ვგებულობ ამით, მაგრამ, მეორე მხრივ, ესენი ვერ გაექცევიან მიკერძოებას, მათ აქვთ დაკვეთა იმისა, ვინც ფულს იხდის ამაში”, – განაცხადა ნუგზარ რუხაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები