რუსეთმა ახალი თაობის სუ-57-ის სერიული წარმოება დაიწყო
რუსეთში მეხუთე თაობის სუ-57-ის ტიპის გამანადგურებლების სერიული წარმოება დაიწყო.
გამანადგურებლები “სუხოის სახელობის საწარმოში” აეწყობა, რომელიც რუსეთის საავიაციო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბომბდამშენების წარმოების შესახებ კონტრაქტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან დაიდო.
კონტრაქტის მიხედვით, იგეგმება 70 ბომბდამშენის აწყობა.