რუსეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – ცეცხლის გავრცელების არეალი იზრდება (ფოტო,ვიდეო)
რუსეთის 10 რეგიონში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, რომელთა საერთო ფართობი 3 მლნ ჰა-ზე მეტია.
ხანძრებია იაკუტიის, ბურიატეთის, კრასნოიარსკის, ხაბაროვსკის, პერმსკის, იმიერბალკალეთის მხარეებში, ირკუტსკის, ტიუმენის ოლქებში, ასევე, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში.
ამის შესახებ ინფორმაცია ციმბირის ფედერალურ ოლქში, რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის საიტზეა განთავსებული.
ყველაზე მძიმე ვითარებაა კრასნოიარსკის მხარეში, სადაც ხანძრის 94 კერაა და ირკუტსკის ოლქში, სადაც ტყეს ცეცხლი 137 ლოკაციაზე უკიდია.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. თუმცა, შეიქმნა პეტიცია საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც 360 ათასი ადამიანი აწერს ხელს.
გასული 24 საათის განმავლობაში ხანძრის 46 კერის ლიკვიდირება მოხერხდა, რომელთა საერთო ფართობი 834 ჰექტარი იყო.