ნიგერიაში, ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად, 65 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ბრონოს შტატის ერთ-ერთ სოფელს – „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები დაესხნენ თავს. შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა.
Agence France-Presse -ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი ხალხთა ჯგუფს გაუხსნეს, რომელიც სამძიმრიდან ბრუნდებოდა. ათობით ადამიანი დაშავდა.
„ბოკო ჰარამის“ უკანასკნელი მასშტაბური თავდასხმა თებერვალში მოხდა, მაშინ 60 ადამიანი დაიღუპა.
დაჯგუფება ნიგერიის ჩრდილოეთით მოქმედებს. მისი მებრძოლები თავს, ასევე, ნიგერიის, კამერუნისა და ჩადის მოსახლეობას ესხმიან.
2009 წლიდან „ბოკო ჰარამის“ თავდასხმებს 27 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, 2,6 მლნ გახდა დევნილი. კონფლიქტის ზონაში მყოფი 11 მლნ ნიგერიელი სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.