ქაბულში, პრემიერმინისტრობის კანდიდატის ოფისზე თავდასხმის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში ავღანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატის – ამრულ სალეჰის ოფისზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Tolo News-ი ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს სალეჰის ოფისში მისი თანაშემწეები იმყოფებოდნენ.
წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელი 4 იყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ორგანიზაციას აუღია.