კალიფორნიაში, ფესტივალზე სროლა მოხდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)
კალიფორნიის ქალაქ გილროისში, ნივრის ფესტივალზე სროლა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ტელეარხი ABC7 იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 15-ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის ინფორმაციით, თავდამსხმელი ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია.
პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყოლოდა.
გამოძიება დაწყებულია.