პრემიერ-მინისტრი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”,- ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ხევში სატვირთო მანქანა გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, 23-ე კილომეტრზე “კამაზის” ტიპის სატვირთო სიმაღლიდან გადავარდა.
შს სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან ხევში გადავარდა. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი გაემგზავრნენ. ​
როგორც “კვირას” რეგიონალური სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები