თუშეთში, სატვირთო მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებული პირები ვერტმფრენით თელავის საავადმყოფოში გადაჰყავთ

თუშეთში, სატვირთო მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებული პირები ვერტმფრენით თელავის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათი ხევიდან ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ​რამდენი ადამიანია შემთხვევის შედეგად დაშავებული, ჯერჯერობით უცნობია. ​
შეგახსენებთ, რომ დღეს თუშეთის გზაზე, 23-ე კილომეტრზე, სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.
შს სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან ხევში გადავარდა. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი გაემგზავრნენ. ​
როგორც “კვირას” რეგიონალური სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები