თუშეთში, სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ხევში სატვირთო მანქანა გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, 23-ე კილომეტრზე “კამაზის” ტიპის სატვირთო სიმაღლიდან გადავარდა. პირველადი ცნობით, მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა მათგანმა გადმოხტომა მოასწრო დანარჩენები კი მანქანამ ხევში ჩაიყოლა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვნიდან არიან, ისინი თუშეთის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. ​

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება შევიდა. ადგილზე უკვე მიემგზავრებიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევის ადგილთან კომუნიკაცია გართულებულია, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები