ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც C ჰეპატიტით ინფიცირებულია და ამის შესახებ არ იცის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მკურნალობაში 58 ათასი ადამიანია ჩართული, მათგან 54 ათსს კი ვირუსი 98,06 %-ით გაუნულდა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, თუმცა დღესდღეობით, მთავარ ბარიერს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობა წარმოადგენს.
“ქვეყანაში არის ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით, არ იცის, რომ ინფიცირებულია. საჭიროა ამ ხალხის გამოვლენა და მკურნალობა.
“დღევანდელი რიცხვით, გამოკვლეულია მილიონ ხუთასი ათასი მოზრდილი ადამიანი, გამოსაკვლევი დარჩენილია მილიონ სამასი ათასი, მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი, აქედან 54-მა დაამთავრა და ვირუსისი განულების პროცენტი არის 98,06 %, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი დღეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.