არჩილ თალაკვაძე: ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება უნდა დაიგეგმოს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა, რომ ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება უნდა დაიგეგმოს. მისივე თქმით, ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და იმ ხალხმაც იქონია გავლენა, რომლებიც პირდაპირ არიან მომართული, რომ თავისი ქვეყნის ეკონომიკას ზიანი მიაყენონ.

„აქ არის სხვადასხვა შემადგენლობები და ჩვენ, ბუნებრივია, მთავრობასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია. ბუნებრივია, ეს დასაბუთებული, დაგეგმილი ინტერვენციები მოხდება და სახელმწიფო გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს.

თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტორები, რომელმაც ლარზე იმოქმედა, დარჩეს ჩვენი და საზოგადოების შეფასებების გარეშე. როგორც გითხარით, აქ არის ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ის პოლიტიკური პროცესები და მავნებლობაც, რაც ბოლო 2-3-კვირის განმავლობაში ვნახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ პროცესს, სადაც აშკარა იყო, რომ ჩვენი ეკონომიკის, საზოგადოებისა და ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ამან მოიტანა კონკრეტული უარყოფითი შედეგები. ამ შედეგებს სჭირდება პოლიტიკური შეფასება და ნურავის ექნება იმედი, რომ ეს საკითხები შეფასებების გარეშე დარჩება. სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები