მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ

TBC ბანკის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათი აღკვეთის ღონისძიების საკითზე უნდა იმსჯელონ.
საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
შეგახენებთ, რომ ​მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები