„ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა“ – 90 წლის ციალა ჭეიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 90 წლის ციალა ჭეიშვილმა, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აწუხებს და დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევს. მას უჭირს გადაადგილება და თითქმის მთელი დღე წევს.
„ჩამოხეული“ კედლები, საიდანაც ძველი გაყვანილობა ჩანს; სარემონტოდ გამზადებული მასალები, რომლებიც 6 წელია, რაც კარადის თავზე იმტვერება; საპირფარეშოს და სამზარეულოს კეთილმოწყობა ციალა ჭეიშვილის შვილმა იგორმა მოასწრო. ახლა შეუძლია მხოლოდ იამაყოს.
მისაღებ ოთახში დგას ძველი მაგიდა, რომელზეც იგორის წამლები აწყვია. საწოლთან მდგარ ძველ სკამზე კი რამდენიმე წამალი დევს, დედისთვის, იმისთვის რომ ადვილად მისწვდეს მათ.
აქ გეგონება რომ დრო გაჩერდა, უყურებენ საათს, მხოლოდ იმისთვის რომ არ დაავიწყდეთ წამლის მიღების დრო. 6 წლის წინ ციალა და იგორ ჭეიშვილების ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება იმ ლიანდაგზე გადავიდა, რომელზეც მატარებლები დიდი ხანია უკვე აღარ დადიან, და უკუნეთში გაჩერდა…
აი, რას გვიყვება ქალბატონი ციალა:
„ჩვენ ბედნიერად და უდარდელად ვცხოვრობდით. პენსიაზე რომ გავედი, ჩემი შვილი მუშაობდა. მე მარტომ გავზარდე, განათლება მივეცი, ფეხზე დავაყენე… მამამისმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც იგორი 5 წლის იყო. მაგრამ ჩემი ბიჭი ყოჩაღი გამოდგა. და აი, ნელ-ნელა დავიწყეთ რემონტის კეთება. მან თავად გაარემონტა სველი წერტილები, მოაპირკეთა აბანო და სამზარეულო. და დაიწყო შპალერის ჩამოხევა. დღისით სამსახურში დადიოდა, საღამოს კი სარემონტო სამუშაოებს განაგრძობდა…
ერთ დილით კი ყველაფერი შეიცვალა! იგორი სახლში უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. კარის გასაღებად რომ მივედი, ჩემი ბიჭი უკვე ძიტს ეგდო, გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. ეს ჩემთვის შოკი იყო და ყვირილი დავიწყე… მეზობლები მოცვივდნენ და სასწრაფოს გამოუძახეს, შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი შვილი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა თქმა უნდა ამან ჩემ ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა. მთელი დანაზოგი, რაც მქონდა პირველივე თვეებში იგორი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, მაგრამ ამან არ უშველა. ის დღესაც ვერ გამოთქვამს სიტყვებს და გულზეც იმის შემდეგ პრობლემები აქვს. 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაუმეორდა ინსულტი, რამაც ორივეს მდგომარეობა დაგვიმძიმა.
მხოლოდ ის შეუძლია, რომ სახლი მოაწესრიგოს და შეძლებისდაგვარად მომიაროს. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ჩემი იგორი გონებას კარგავს და ვერც კი მცნობს ხოლმე».
ჩვენ მას ვეკითხებოდით პრობლემებზე, სიხარულზე, ოცნებაზე, ის კი სულ ერთი და იმავეს გვპასუხობდა „ჩემი იგორი“!
აქ რთული სათქმელია, რომ ვინ ვიზე ზრუნავს – 90 წლის დედა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში წევს და შვილისთვის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს, თუ შვილი, რომელსაც არ შეუძლია კითხვა, ვერ გამოთქვამს სიტყვებს და მხოლოდ დედას ესმის მისი.
– ყველაზე მეტად ვინ გეხმარებათ?
-თუ სახელმწიფოს გულისხმობთ, როგორ შემიძლია მათი იმედი მქონდეს, მე ხომ მხოლოდ პენსია მაქვს. 50 წელიწადი ვმუშაობდი, გავზარდე შვილი და სახელმწიფო მხოლოდ ინვალიდობისთვის 100 ლარს მაძლევს. კიდევ კაი რომ ჩვენი რაიონის გამგეობა ძვირადღირებულ წამლებს გვიფინანსებს იგორისთვის, ისიც ნაწილობრივ. ახლანდელი გამგებელი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ეს დახმარება გამოგვიყო. მისი წინამორბედები, ფულს ხომ მხოლოდ ჯიბეში იდებდნენ.
90 წლის განმავლობაში ციალა ჭეიშვილმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მთავარი სიმწარე ცხოვრება მოხუცებულობისთვის შემოუნახა. ამ ხვედრს ის ახლა ტკივილითა და სიმწრით იხსენებს და გვიყვება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის, მის შვილს ხომ მხარდაჭერა სჭირდება. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ციალა ჭეიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/486-cheishvili/
წყარო „ჩერნოვეცკის ფონდი“