შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს
შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გორიდან ჩამოსული ახალგაზრდები ყოფილი მაღალჩინოსნის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გუშინ მან სოცქსელში გამოაქვეყნა.
აქციის მონაწილეები უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მან ომის დადებითი მხარე აღნიშნა, რითიც დაღუპულ მეომრებს და ომისგან დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩვენ ვართ გორელი ახალგაზრდები. აქ ჩამოვედით პროტესტის გამოსახატად შოთა უტიაშვილის განცხადების გამო. მან თქვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ჰქონდა თავისი პლუსები და მინუსები. გამოვიდეს და აგვიხსნას, რა პლუსები ჰქონდა და რატომ იყო
„ომი, რომელშიც დაიღუპნენ ჩვენი მეომრები, ჩვენი გმირები და უბრალო მოქალაქეები, დავკარგეთ 130 სოფელი, კოდორის ხეობა და მოყვა ამდენი ცუდი რამ. რატომ იყო მისთვის ეს შვება, გამოვიდეს და აგვიხსნას, მოიხადოს ბოდიში“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ბერძენიშვილი.