თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედანის, ვერეს ბაღის, ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, თვალჭრელიძის, ნიკოლაძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერეს, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, ახვლედიანის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, გოგებაშვილის, ტატიშვილის, გუნიას, შანიძის, კერესელიძის, გალის, ჯანაშიას, ბარნოვის, აბაშიძის, თერგის, მილორავას, ყაზბეგის, ბელინსკის, პეტრიაშვილის, მაჭავარიანის, ერისთავ-ხოშტარიას, ზანდუკელის, გუდაურის, თარხნიშვილის, ბაშალეიშვილის, ჭოველიძისა და რჩეულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანისა და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბუდაპეშტისა და გურამ ფანჯიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, IV, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანისა და პაბლო პიკასოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრებისგზის მიმდებარე ტერიტორიას, ყაზბეგის გამზირის, შავგულიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, იოსელიანის, ჯიქიას, დავით თავხელიძის, ფხაკაძის, თოფურიას, პოლიტკოვსკაიას, უნივერსიტეტისა და ანა კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილისა (ნაწილობრივ) და შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები