სოსო ფხაკაძე: საწვავი ლარის კურსისა და საერთაშორისო ფასების ზრდის გამო ძვირდება

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ბენზინის გაძვირების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, პროდუქციის შესყიდვა დოლარში ხდება, ხოლო რეალიზაცია – ლარში, რაც მაღალი კურსით კონვერტაციისას შიდა ბაზარზე აისახება.
„მიზეზია საერთაშორისო ფასების ზრდა – Platts-ის, რომელიც არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ფასწარმოქმნას განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარზე ნებისმიერ ქვეყანაში და მეორე, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ ვალუტაში და მისი რეალიზაცია, შემოსავლის მიღება არის ლარებში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება, გავაკეთოთ კონვერტაცია და, როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ბუნებრივია, ეს ადეკვატურად აისახება შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოში ფასების დონეზე”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები