რომან გოცირიძე: ემიგრაცია რუსეთისთვის ჰიბრიდული ომის ნაწილია

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ემიგრაცია, როგორც შეშვება, შევიწროება და გამოძევების მუქარა, რუსეთისთვის ჰიბრიდული ომის ნაწილია.
„სომხეთი, ისევე – როგორც საქართველო, იცლება ხალხისგან. თუ ქართველები ბოლო წლებში ევროპაში რჩებიან, სომხები ძირითადად რუსეთში მიდიან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობის გამო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა რუსეთში ემიგრირებულ სომეხთა რიცხვი. ეს ფაქტორი კიდევ უფრო აღრმავებს სომხეთის რუსეთთან მიბმულობას, რომელსაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურულ-პოლიტიკური შედეგები აქვს.
რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომ არა გავრილოვის ინციდენტი, იმავეს ემსახურება, რა პოლიტიკასაც ისინი სომხეთთან დაკავშირებით აწარმოებენ. ვიზებს რუსეთი დიდი ხნის წინ გაგვიუქმებდა, რომ არა საქართველოს იმ მოქალაქეების (მათ შორის სირიაში და სხვა ცხელ წერტილებში ნაომარი) შესაძლო შესვლა რუსეთში, რომლებსაც საფრთხისშემცველად განიხილავენ. ქართული პასპორტი მიიღო, ასევე, ბევრმა უცხოელმა, მათ შორის – რუსეთის ყოფილმა მოქალაქეებმა
(ჩრდილიეთ კავკასიიდან), რაც ასევე საფრთხედ აღიქმებოდა რუსეთის მიერ.
როგორც ჩანს, აწონ-დაწონეს რა ყველაფერი, მიიჩნიეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებით მიღებული პოლიტიკური თუ სხვა სახის დადებითი შედეგები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შესაძლო რისკები.
ემიგრაცია(როგორც შეშვება, ასევე – შევიწროება და გამოძევების მუქარა) რუსეთისთვის ჰიბრიდული ომის ნაწილია. ჩვენთვის რუსეთში დასაქმების სიკეთე ნაკლებ ნაკლებად შედეგიანია, ვიდრე რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიბმულობის გაღრმავებით მოსალოდნელი ზიანი.
გავრილოვის ”ვიზიტი” ამ მხრივაც სასარგებლო აღმოჩნდა”, – წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები