ირაკლი ოქრუაშვილი: არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ

არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც ის არ აკონკრეტებს, მაგრამ ესაუბრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „პირადი მიზნებით, პირადი მოტივაციით, პირადი რაღაც წყენაცაა, ამ საქმეში – პოლიტიკაში მე არ დავბრუნდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მესროლეს 2016-ში თუ რაღაც ცუდი გამიკეთეს, რაღაცას შემპირდნენ და გადამაგდეს და ძალიან ბევრჯერ გადამაგდეს, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ანალოგი არ აქვს.

პოლიტიკაში დავბრუნდი ერთ მარტივი რამის გამო, რასაც ივანიშვილი ბოლო წლების მანძილზე აკეთებს, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ის აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. ეს არის ჩემი გზავნილი მისადმი. სადაც იქნება ჩაის დასალევად, იქ მივალ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები