ლატვიის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს

ლატვიის პრეზიდენტი, ეგილს ლევიტსი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა შესაძლებელია.
„თუ დავინახავ, რომ შესაბამისი მომზადების შემდეგ რუსეთში ჩემი ვიზიტი, ან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობაზე აისახება, რასაკვირველია, ამას გავაკეთებდი. თუმცა, ამისთვის ორივე მხარის მხრიდან მომზადებაა საჭირო“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რიგა ყოველთვის ცდილობდა, მოსკოვთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.
„რუსეთი ჩვენი მეზობელია და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს ისევე, როგორც ყველა მეზობელთან. ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული – ეს მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის. გარდა ამისა, ურთიერთობებში ორმხრივი პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს. ასეთი მიდგომა გვაქვს რუსეთის მიმართაც“, – აღნიშნა ლევიტისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები