ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა – მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან

0

“ინფორმაცია უმრავლესობის სხდომიდან და მიმდინარე პროცესებიდან გაჰქონდა ეკა ბესელიას ნოდარ მელაძის საშუალებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნული გზით ხდებოდა “რუსთავი2- ისთვის” ცნობილი სახელისუფლებო გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები.
„იმ ინფორმაციების გაჟონვა, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” ხდებოდა ხოლმე, უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებით დაისვა კორუფციასთან მის სიახლოვეზე კითხვები, რატომღაც იმ უმრავლესობის სხდომაზე ამ ინფორმაციას არ გაუჟონია. მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომდა ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. რატომღაც, ამ ინფორმაციამ არ გაჟონა. შესაბამისად, არ აწყობდა ეკა ბესელიას ამ ინფორმაციის გაჟონვა და უკვე ნათელია, რომ აქამდეც ყველა ინფორმაცია უმრავლესობის სხდომიდან და მიმდინარე პროცესებიდან გაჰქონდა ეკა ბესელიას ნოდარ მელაძის საშუალებით. “რუსთავი 2-მა” იცოდა შიდა მიმდინარე პროცესები მიუხედავად იმისა, რომ დასამალი არაფერი გვქონდა და ყველაფერი ჟონავდა. დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები. საბოლოოდ, ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია. მან ქვეცნობიერად ვერც კი გაიგო, თავის პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, რომ იქნებ ფული აშოვნინოს, მაგრამ ვერ მიიღებს ეკა ბესელია სასამართლოში ფულის შოვნას. მისი სახე არის ნათელი”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი