პაატა სალია: ჩვენი მოქმედება იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი

0

“ჩვენი – ქიბარ ხალვაშისა და მისი წარმომადგენლის მოქმედება, რომ წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2 -ის” გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ჩვენი – ქიბარ ხალვაშისა და მისი წარმომადგენლის მოქმედება – წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში – იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი პირი, რომელმაც დღეს ის კომენტარები გააკეთა ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მისცა ამ კუთხით. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ისეთი განცხადებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა, არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, “რუსთავი 2 -ის” ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი