გიორგი ვოლსკი; „ნაცმოძრაობა” საერთოდ არის „მაოხრებელი გზირი” ბევრი თვალსაზრისით

0

„ნაცმოძრაობა” საერთოდ არის „მაოხრებელი გზირი” – გინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, გინდა საზოგადო თუ კერძო პირების ცხოვრების ჩანაწერების თვალსაზრისით, გინდა სამხედრო თვალსაზრისით, გინდა პოლიტიკური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია TV 1-ის ეთერში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადა.
„ნაცმოძრაობა” საერთოდ არის, „მაოხრებელი გზირი” – გინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, გინდა საზოგადო თუ კერძო პირების ცხოვრების ჩანაწერების თვალსაზრისით, გინდა სამხედრო თვალსაზრისით, გინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. მორალური დივერსია ეკა ბესელიას წინააღმდეგ განახორციელეს იმათმა, ვინც ჩაიწერა ეს 2012 წლის მაისში და ეს მანაც კარგად იცის”, – აცხადებს ვოლსკი.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკოსი უფრო სიღრმისეულად უნდა ხედავდეს, თუ ვინ და რომელი მხარე უფრო დააზიანა ამ კადრებმა. მისივე თქმით, დაზიანებული გამოვიდა სახელმწიფო და ეს კეთდება იმისთვის, რომ დამაზიანებელი განცხადებები კეთდებოდეს ხელისუფლების მისამართით.
„თუ ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ კადრებმა თვითონ მეტად დააზიანა, მე არ ვფიქრობ ასე. თვითონ უფრო მეტი პოზიტიური განწყობა მიიღო საზოგადოებისაგან, ვიდრე ეს გუშინ და გუშინწინ ჰქონდა, მით უმეტეს, თუ ასეთი ბრალდებებით, ცრუპენტელობითა და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. თუ მაია ცქიტიშვილი ამბობს – დამღლელია, მე სხვა სიტყვით ვიტყვი, რომ არ არის საჭირო. ეს ბევრ ადამიანს აყენებს კიდევ ტკივილს, მათ შორის, მისი ოჯახის წევრებს. საზოგადოების განწყობა მის მიმართ, ამ ასპექტში, რასაც ჰქვია მორალური მხარდაჭერა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, არ არის ორაზროვანი – მით უმეტეს, თუ დაიჭირეს, მით უმეტეს, თუ ბევრია დაკავებული გავრცელებისათვის და მით უმეტეს, ძალიან კარგად იცის ქალბატონმა ეკამ, ვის აწყობს ეს. “მაოხრებელი გზირი” უნდა დავარქვათ იმ ძალას, რომელიც ამას იღებდა და რომელიც დღეს ამას აწყობს იმისათვის, რათა ასეთი დამაზიანებელი განცხადებები კეთდებოდეს ხელისუფლების მისამართით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი