მაია ცქიტიშვილი: შალვა თადუმაძე ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია

0

“ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამ კრიტერიუმებით ის, რა თქმა უნდა, შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას, რასაც მოსამართლე ჰქვია”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე ყველა იმ პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა გაიაროს, წარმატებით გაივლის.
„შალვა თადუმაძესთან ერთად ვმუშაობდი მთავრობის ადმინისტრაციაში 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან  მანამდე, სანამ მეც გადავედი მთავრობის ადმინისტრაციიდან და შალვა თადუმაძემაც შეიცვალა ადგილი. ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამ კრიტერიუმებით ის, რა თქმა უნდა, შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას, რასაც მოსამართლე ჰქვია, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ შემრჩევი კომისია და პარლამენტი დაამტკიცებს მის კანდიდატურას. რაც შეეხება რაიმე სახის ეჭვებს, ჩვენ ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს ძალიან ღიად, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში, ასევე მკაფიოდაა განსაზღვრული კრიტერიუმები და, რა თქმა უნდა, პარლამენტმაც უნდა გამოუცხადოს ყველა მოსამართლეს ნდობა. დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე ამ პროცესს წარმატებით გაივლის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში გასაუბრებას გადის.

კომენტარები

კომენტარი