მერაბ ქვარაია: რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია

0

„რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მაღალი ფინანსური ასიგნებები რეგიონებისთვის ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
„დღეს რეგიონების განვითარება ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვსი თვის ანგარიშმა კიდევ ერთხელ ცხადყო. ბიუჯეტის ათვისების შთამბეჭდავი მაჩვენებლები  უპრეცედენტო რაოდენობის განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტი და სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფინანსური ასიგნებები რეგიონებისთვის ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მეტ გზას, წყალს, ხელშეწყობასა და იმ სიკეთეებს, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონებისა და ქვეყნის მიმზიდველობისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი