არჩილ თალაკვაძე: ყველა ჟურნალისტს აქვს დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობის შესაძლებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, 2012 წლიდან დღემდე მედია საქმიანობს კრიტიკულად და ჟურნალისტებს დამოუკიდებლად საქმიანობის საშუალება აქვთ. როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ “ნაცმოძრაობის” მცდელობა იყო, რომ პარტიული ტელევიზია ჰქონოდათ.
„ეს არის სპეკულაცია ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან. სიმართლე არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე, მათ შორის კრიტიკულადაც და ყველა ჟურნალისტს აქვს თავისი დამოუკიდებელი-ობიექტური საქმიანობის შესაძლებლობა. თუ ასეთი ჩარევები ხდებოდა დღემდე, ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სადაც იყო მცდელობა, რომ მათ ჰქონოდათ თავისი პარტიული ტელევიზია და ჟურნალისტები პირდაპირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.