გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს

“სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, სპიკერების ნაწილმა პირველივე დღეს დაიწყო ეჭვის შეტანა გადაწყვეტილებაში, მოსამართლეების მიუკერძოებლობაში, განვითარდა არაერთი შეთქმულების თეორია და გადაწყვეტილებას სამარცხვინო და გამაოგნებელი უწოდეს, ახლა კი თითიდან გამოწოვეს მორიგი არარსებული თემა, რითაც, თითქოს, ადასტურებენ, რომ სახელმწიფომ აღსრულება დააჩქარა.
„ნაწყვეტი სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზიდან “რუსთავი2”-ის საქმეზე. რა ბეჭდური ვერსიაო, აქვე ეწერა ყველაფერი, ვერ იპოვეს წასაკითხად?
რა ხდება ახლა. ადგილი აქვს მცდელობას, სქოლიოში არსებული შენიშვნა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ (ა) რომელიმე მხარე გაასაჩივრებს, (ბ) თუ ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კომისია გაატარებს საჩივარს დიდ პალატაში, (გ) დიდი პალატა შეცვლის გადაწყვეტილებას.
ამ ეტაპების გავლა ან მოხდება, ან არა. პრესრელიზი პირველივე დღესვე ექნებოდათ წაკითხული ადვოკატებს, როცა ამბობდნენ, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს. ცხადია, ნახეს, როგორი არგუმენტირებულიც იყო განაჩენი და დაოკდნენ.
მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკური პროცესიც გვაქვს ქვეყანაში? ))) წლების მანძილზე ნაკვებ მრევლს ხომ ვერ ეტყვი ერთ დღეში, სიცრუეში გაცხოვრებდით შვილებოო, მავნებლები ვართ და გიყენებდითო. ამიტომ საჭიროა მათი ვირტუალური მსოფლმხედველობიდან ახსნილი სამყარო.
სპიკერების ნაწილმა პირველივე დღეს დაიწყო ეჭვის შეტანა გადაწყვეტილებაში, მოსამართლეების მიუკერძოებლობაში, განვითარდა არაერთი შეთქმულების თეორია. “ბობოლა” სპიკერები თითქოს აღიარებდნენ სასამართლოს ავტორიტეტს, მაგრამ მათაც კი დაიწუნეს გადაწყვეტილება, სამარცხვინო და გამაოგნებელი უწოდეს. ახლა კი თითიდან გამოწოვეს მორიგი არარსებული თემა, რითაც თითქოს ადასტურებენ, რომ სახელმწიფომ აღსრულება დააჩქარა. არადა შავით თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს. მესაკუთრე წლების მანძილზე ელოდა ამ დავას და სახელმწიფოს რის საფუძველზე უნდა ეთქვა უარი მომართვაზე? რამდენიც უნდა იხტუნაონ პოლიტიკურმა აქტორებმა, მათ პრეტენზიებს, ცხადია, არავითარი საფუძველი აქვს. ეს არის მათი განადგურებული პარტიული აქტივების მოყოჩაღების მცდელობა“, – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები