იუსტიციის სამინისტრო “რუსთავი2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

0

დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.
როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, წერილის თანახმად, ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზეა ატვირთული და მოცემულ წერილსაც ერთვის. უწყების ინფორმაციით, სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.
წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“.
წერილი იხილეთ ლინკზე:

კომენტარები

კომენტარი