რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს ანტალია-მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, უკან დაბრუნდა
რუსული ავიაკომპანიის AzurAir-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟმა, რომელიც რეისს ანტალია-მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, ანტალიის აეროპორტიდან გაფრენიდან 10 წუთში უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ რუსული მედია ანტალიის აეროპორტში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ანტალიის აეროპორტიდან გამოფრენამდე Boeing 767 ტექნიკური პრობლემების გამო რეისს ვერ ასრულებდა.
22 ივლისს გახდა ცნობილი, რომ 530-ზე მეტი ტურისტი მოსკოვის „შერემეტიევოდან“ თურქეთის მიმართულებით გაფრენას ვერ ახერხებდა AzurAir-ში არსებული პრობლემის გამო. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ანტალიაშიც.
შეგახსენებთ, რომ ივნისში კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი – Utair მოსკოვის „ვნუკოვოში“ ტექნიკური პრობლემების გამო დაბრუნდა.