სირიის ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტა თურქეთში საცხოვრებელ სახლს დაეცა (ვიდეო)

0

თურქეთში, შანლიურფის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სირიის ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტა დაეცა.
ამის შესახებ CNN Turk-ი იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის – მცირეწლოვანიც. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მედიის ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი