პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მშენებლობიდან გადმოვარდა

0

პოლონეთში სამშენებლო ობიექტიდან საქართველოს მოქალაქე, ალექსანდრე ბუხულეიშვილი გადმოვარდა.
შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ბახულეიშვილმა ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, ის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლონეთში საქართველოს კონსულს დაშავებულთან კომუნიკაცია პირადად აქვს.
„ასევე, საუბარი შედგა იმ კომპანიის დირექტორთან, სადაც საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. ალექსანდრე ბუხულეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლონეთში საქართველოს კონსული მუდმივ კომუნიკაციაშია მკურნალ ექიმთან, რომელიც აცხადებს, რომ მდგომარეობა არ არის მარტივი. ამ დროისთვის, დაზარალებულს ჩაუტარდა ოპერაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ მას გადაიყვანენ სარეაბილიტაციო ცენტრში“, – აღნიშნეს უწყებაში.
რა გახდა საქართველოს მოქალაქის გადმოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი