თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თეალასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის, ლორთქიფანიძის, ინგოროყვასა და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ლოჭინის ხევის, რკინიგზის ჩიხის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხვედელიანის, იგოთის, დავითაშვილის, ქებურიას, გუჯეჯიანის, შანშიაშვილის, იუმაშევის, დავითაშვილის, ალექსი შიუკაშვილისა და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ნიკო ნიკოლაძის, ვერეს, კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილისა და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუკიის დასახლების, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის, გორკის, ბაქოს, არგვეთის, წყაროს, ზაქარია ვეშაპურის, ტყეკულტურის, გურგენიძის, მახალდიანის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, სტურუას, გრომოვის, ქურდიანის, თოფურიძის, აფხაზეთის, მანგლისის, მიხეილ მესხის, ზაზიშვილის, გრომოვის, ლალიონის, იონა მეუნარგიას, ტყეშელაშვილის, ზაქრაძის, ვეშაპურის, სტურუას, გურგენიძის, ბიჩინაშვილის, მარუაშვილის, ღუდუშაურის, მეუნარგიას, ასათიანის და სარკინეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიისა და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ივლეთის, სამგორისა და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ილორის, ზარზმისა და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის X კვარტლის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი