პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მედიაპროექტს „სირცხვილია“ იწყებენ

0

პარლამენტის წინ აქცია ახალი ფორმატით განახლდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურად, სიმბოლურ დროს, 20:20 საათზე დაიწყება გადაცემა “სირცხვილია”, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში მოხდება.

მათი თქმით, გადაცემა დღეს დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

აქცია პარლამენტთან, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 33-ე დღეა იმართება.

კომენტარები

კომენტარი