პროკურატურა: ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება ვერ მოყვება, რადგან მას არ განუცხადებია, რომ ცრუ ჩვენება მისცა

0

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ოქრუაშვილს არ განუცხადებია, რომ ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას.
“ოქრუაშვილის განცხადებას პროკურატურის მხრიდან ვერ მოყვება სამართლებრივი რეაგირება, რადგან მას არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დავალებით, 2014 წელს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი