სატვირთო ავტომანქანიდან კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი გადმოვარდა

0

გორში  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მამაკაცი სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა.
შემთხვევა ბანერის ტრანსპორტირებისას მოხდა. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელმა ბანერის დაჭერა ვეღარ შეძლო და სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვარდა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი