საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო

0

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ.
უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი