ვლადიმერ ბოჟაძე: ქიბარ ხალვაშმა უნდა დაიცვას „რუსთავი 2″ „ნაცმოძრაობის” გავლენებისგან და არხის დამოუკიდებლობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დირექტორი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და „რუსთავი 2-ის” რეაქციაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
მისი თქმით, არხის საინფორმაციო პოლიტიკა და სარედაქციო დამოუკიდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა ეფუძნებოდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები „რუსთავი 2-ის” გარშემო მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ხელისუფლება ერეოდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში, უკანონოდ ჩამოართვეს მედიამფლობელებს საკუთრება და, მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოში უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლება, აზრის, გამოხატვისა და მედიათავისუფლებას არ ემუქრება არავითარი საფრთხე. ქიბარ ხალვაშმა უნდა შეასრულოს საკუთარი სიტყვა და უზრუნველყოს „რუსთავი 2-ის” სარედაქციო დამოუკიდებლობა; პირველ ყოვლისა, დაიცვას „რუსთავი 2″ „ნაციონალური მოძრაობის” გავლენებისგან. მეორე მხრივ, არხის საინფორმაციო პოლიტიკა და სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებისთვის ობიექტური, მიუკერძოებელი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას”, – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები