ლევან ნიკოლეიშვილი: „რუსთავი 2-მა“, ფაქტობრივად, აღიარა, რომ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ტელევიზია კი არა, პარტიული პროპაგანდისტული მანქანა იყო

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე „რუსთავი 2“-ის რეაქციას ეხმაურება.
ექსპერტი „რუსთავი 2“-ს მიმართავს და ურჩევს ნაციონალების პოლიტიკური ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს.
„რუსთავი 2“-მა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ტელევიზოა კი არა, პარტიული პროპაგანდისტული მანქანა იყო და დღესაც დიდი სურვილი აქვს, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად დარჩეს. ქიბარ ხალვაშის განცხადება იმის შესახებ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა გამოხატავდეს მართლაც თავისუფალ აზრს, განთავისუფლებული უნდა იყოს გინებისა და შეურაცხყოფებისგან, დაცული ჰქონდეს ეთიკური სტანდარტები, არა მარტო „რუსთავი 2“-სგან მოჰყვა აღშფოთება, არამედ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგანაც (ცხადია, ნაცებთან აფილირებულებიდან). ასევე, არ მოსწონთ ხალვაშის განცხადება უცხოელი მენეჯერის მოწვევის შესახებ. ისე, სააკაშვილი ხომ არ გინდათ მენეჯერად, უკრაინის არჩევნებში 1 პროცენტიც ვერ აიღო და მგონი, უმუშევარი რჩება. ალბათ, კარგი იქნება, თუ ჯერ რეალობას გაუსწორებთ თვალს, შემდეგ ნაციონალების პოლიტიკური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებით და ბოლოს მაღალი სტანდარტის ტელევიზიით ჩამოყალიბდებით“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები