ახალციხეში გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიიდან ხატები, ეკლესიური ნივთები და შესაწირი ყუთი მოიპარეს

0

ახალციხეში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძრიდან გასაყიდი ეკლესიური ნივთები და შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დადგენილია ქურდობის სავარაუდო ჩამდენთა იდენტობა და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ტაძარში მომსახურე პირების თქმით, წაღებულია 200 ლარამდე თანხა, ასევე მოპარულია ხატები და ჯვრები, რომლებიც ეკლესიაში გასაყიდად ელაგა. მრევლის თქმით, ეს ტაძრის გაქურდვის პირველი შემთხვევაა.
“დილით მესანთლე რომ მოვიდა შეამჩნია, რომ ფანჯრიდან იყვნენ გადასულები. სავარაუდოდ, ღამე მოხდა. მღვდელმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. ველოდებით პასუხს”, – ამბობენ ეკლესიაში.
შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი