აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა პირს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად
აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-თან” დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ისინი პროცესებში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანად და აპოლიტიკურად აღასრულონ.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის” საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში”, – აღნიშნულია განცხადებაში.